დასახელება:
საკრედიტო რისკების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში საკრედიტო რისკების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ჰოლდინგის საკრედიტო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, მათი ეფექტიანობისა და სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, სანდო და ეფექტური კონტროლების გათვალისწინებით.
** შემუშავებული პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვის კურირება ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში.
** საკრედიტო რისკების შეფასების სისტემის აწყობა ჰოლდინგის მასშტაბით.
** კომპანიების პორტფელის ფარგლებში საკრედიტო რისკების იდენტიფიკაცია და შეფასების პროცესების მართვა.
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის ოპტიმიზაცია, რისკების მინიმიზაცია და გონივრული რისკების მართვის კულტურის გაძლიერება.
** ფინანსური მეტრიკების მონიტორინგი, მიზნობრივი მაჩვენებლების და საკრედიტო მოდელირების ინსტრუმენტების რეგულარული გადახედვა, პრობლემების დროული გამოვლენა და მოგვარების მხარდაჭერა.
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების თანამშრომლების მხარდაჭერა საკრედიტო რისკების მიმართულებით; მონაწილეობა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.
** რეგულარული რეპორტინგის სისტემის დანერგვა კომპანიების მენეჯმენტთან და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** არსებული საკრედიტო პროდუქტების ეფექტიანობის პერიოდული მონიტორინგი და ახალი პროდუქტების ანალიზი; არსებული სტრატეგიების განვითარება და ახლის განხორციელება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების, აუდიტის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2- წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ეფექტური საკრედიტო რისკის მართვის სტრატეგიების დანერგვის გამოცდილება;
** სასურველია რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ფლობა;
** სასურველია SAP ERP ცოდნა;
** სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ანალიტიკური უნარები;
** გამართული კომუნიკაციური უნარები;
** საქმის პრიორიტეტებად დაყოფის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1983
|
|
|
|