Робота для біженців з України
ხელფასების ბუღალტერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელფასების ბუღალტერი
მომწოდებელი: რუსთავის ფოლადი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
შპს "რუსთავის ფოლადი" აცხადებს ვაკანსიას ხელფასების ბუღალტერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქალაქი რუსთავი, გაგარინის ქ. N12.
პოზიციების რაოდენობა: 1.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე.

აუცილებელი/სასურველი მოთხოვნები:

** ეკონომიური განათლება - ბაკალავრის ხარისხი.
** მინიმუმ 3- 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის, ხელფასების ბუღალტერის, ფეიროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
** MS Office პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:

** თანამშრომელთა ხელფასების, ავანსებისა და სხვადასხვა კომპონენტების (პრემიები, კვება, დაზღვევა, დეკრეტული და სხვა ბენეფიტები) სწორად და დროულად დათვლა, პროგრამაში ასახვა და საგადასახადო რეგულაციების სრული დაცვა.
** თანამშრომელთა სარგებლის პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღება, დამუშავება და პროგრამული ასახვა.
** დეკრეტული შვებულების და სხვა სპეციალური შემთხვევების დამუშავება/გაანგარიშება და შესაბამის პირებთან წარდგენა.
** ახალი თანამშრომლების პროგრამაში რეგისტრაცია/დამტკიცება, გათავისუფლებულთა დეაქტივაცია, პერსონალური რეესტრის კორექტირება და მართვა RS.ge-ზე.
** სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელების დამოწმება და ხელფასის გაანგარიშების კუთხით პერიოდის დროული დახურვის უზრუნველყოფა.
** თანამშრომელთა ხელფასებისათვის საბანკო ანგარიშების გახსნა და პროგრამაში გააქტიურება.
** სახელფასო უწყისების მომზადება, დამტკიცებისთვის წარდგენა და შესაბამისი საგადახდო დავალებების ფორმირება.
** სახელფასო ხარჯების რეპორტის მომზადება და ანალიტიკა.
** ფინანსური და საგადასახადო აუდიტისთვის საჭირო სახელფასო ინფორმაციის მომზადება.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ენის ცოდნა:

** თითოეულ ენაზე ცოდნის საჭირო დონე უნდა შეფასდეს 5-ქულიანი შკალით (5 - სრულფასოვანი; 4 - მაღალი; 3 - საშუალოზე მაღალი; 2 - საშუალო; 1- საბაზისო).

ენა დონე აუცილებელი (დიახ /არა)
** ქართული 5 დიახ
** ინგლისური 3 არა
** რუსული 3 არა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური.
** ორგანიზებული.
** პასუხისმგებლობის გრძნობით.
** დეტალებისადმი ყურადღება, სიზუსტე.

ჩვენ გთავაზობთ:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა.
** დღის განმავლობაში ერთჯერადი კვება.
** FitPass
** სწავლება და მუდმივი განვითარება.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ხელფასების ბუღალტერი". გთხოვთ, რეზიუმე დაასათაუროთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "რუსთავის ფოლადი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ნომერი: 577 177 900
ელ. ფოსტა: Hr@rustavisteel.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე