Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: BME HILTI
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
საერთაშორისო ბრენდი HILTI-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს ეიჩ ჯი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** სერვისში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების წარმოება და გახარჯული თანხების შესაბამისი ფორმატით ბუღალტერიისთვის მიწოდება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
** ოფისში შემოსულ ზარებსა და ელ.ფოსტაზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის ფლობა, -ასევე, სასურველია, რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
** სასურველია RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30
შაბათი : 10:00-14:00

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: Hilti.center@bmehg.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე