დასახელება:
ქოლ-ცენტრის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სრული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მონაწილეობის მიღება ქოლ-ცენტრის დასაქმებულებს შორის მოვალეობების რაციონალურ განაწილებაში, მითითებების/დავალებების მიცემაში, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა/შემუშავებაში, სამუშაო პროცესის კონტროლში, პერსონალის სამუშაოს შესრულების მართვაში;
** საჭიროების შემთხვევაში, პასუხობს ჰოსპიტლის ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებს, უზრუნველყოფს ამომწურავი პასუხი გასცეს პაციენტების, მათი ოჯახის წევრების, ასევე სხვა დაინტერესებული პირების მიერ დასმულ კითხვებს/მომართვებს;
** მონაწილეობის მიღება ქოლ-ცენტრის განვითარების სტრატეგიის შემუშვებაში და განხორციელებაში;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორების შერჩევაში მონაწილეობა, გუნდის ფორმირებასა და ამ პროცესებთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება;
** ქოლ-ცენტრის გუნდთან ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზება სამუშაო დღის დაწყების წინ: ძირითადი ამოცანების, დღის გეგმის დასახვა-განხილვა;
** მომსახურების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი: ყველა ოპერატორის ნებისმიერი ზარის მოსმენა, ჩატის მიმოწერის, ასევე ქოლ-ცენტრიდან გასული ნებისმიერი ინფორმაციის კონტროლი, შენიშვნების აღნიშვნა და თანამშრომლებთან მათი გაანალიზება;
** რეპორტრების ანალიზის წარმოება, გამოსასწორებელი პარამეტრების გაუმჯობესებაზე შემდგომი მუშაობა და საჭირო ქმედებების გატარება;
** სასაუბრო სკრიპტების შემუშვებაში მონაწილეობა, როგორც საწყის ეტაპზე, ასევე ყოველი სიახლის შემთხვევაში;
** ახალი იდეების და პრობლემური საკითხების გენერირება, ხელმძღვანელისთვის/კოლეგებისთვის გაცნობა და პრობლემური სკითხების გადაჭრის გზების მოძიება;
** კოლეგებთან კოორდინირებული მუშაობა და სიახლეების გუნდისთვის დროულად მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება მომსახურების ხარისხის სრულყოფის მიზნით;
** თანამშრომელთან სამუშაო გრაფიკების შედგენა და წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
** უწყვეტი პროფესიული განვითრების (ტრენინგი, ქოუჩინგი) პროცესების დანერგვაში მონაწილეობა;
** დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კვლევასა და გამოკითხვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** დეპარტამენტისა და კომპანიის განვითარებაზე გათვლილ პროექტებსა და ინიციატივებში აქტიური მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი შემდეგ ან მსგავს სფეროებში - ზოგადი მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჯანდაცვის ადმინისტრირება;
** შესაბამის სფეროში 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სერვის პლუს (მომხმარებლების მომსახურება და ეფექტური კომუნიკაცია)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Microsoft Office.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - B2
პიროვნული უნარები:
** გუნდის მართვისა და გუნდური მუშობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარები;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვების ადა გაანალიზების უნარი;
** მინიმალური ზედამხედეველობის ქვეშ მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** სწავლებისა და ქოუჩინგის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|