Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Industrial Point
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
ს.ს "ინდუსთრიალ ფოინთი" ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ახალი კლიენტების მოძიებასა და გაყიდვების პროცესების მართვაში. სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება ტენდერებში მონაწილეობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის N32
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (შაბათი-კვირა, ოფიციალური დასვენეების დღეები -დასვენება)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და ურთიერთობების დამყარება/განვითარება;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
** ტენდერებში მონაწილეობის პროცესის მართვა (საფასო წინადადებების მომზადება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, წარდგენა);
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შესწავლა;
** მიმდინარე და პოტენციური კლიენტებისთვის კომერციული წინადადებების მომზადება;
** გაყიდვების შედეგების კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმებაში ჩართულობა;
** კომპანიის მიზნების შესაბამისად გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** გამოცდილება გაყიდვებში (ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ძლიერი მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარები;
** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და საუბრის უნარი, სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა, Excel–ში მუშაობის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუს სისტემას.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: Industrialpoint0@gmail.com

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე