დასახელება:
მამოლოგი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მამოლოგის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სრული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ძუძუს ჯირკვლის დაავადებების (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესები) პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
** პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება და საჭირო კვლევების დანიშვნა (ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია, ბიოფსია და სხვ.);
** მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და მონიტორინგი;
** ონკოლოგთან, ქირურგთან, ენდოკრინოლოგთან და გინეკოლოგთან თანამშრომლობა კომპლექსური დიაგნოსტიკისა და თერაპიის მიზნით;
** პაციენტის რეგულარული დაკვირვება მკურნალობის პროცესში და შემდგომი რეკომენდაციების მიცემა;
** პრევენციული სკრინინგის ჩატარება და ინფორმაციული შეხვედრების ორგანიზება ქალებში ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგების წარდგენა კლინიკის ადმინისტრაციის წინაშე;
** თანამედროვე მმართველი პროტოკოლების, საერთაშორისო გაიდლაინებისა და ეთიკური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამედიცინო დიპლომი);
** მოქმედი სერტიფიკატი მამოლოგიის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კვლევითი მეთოდების (ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა.
პიროვნული უნარები:
** კლინიკური აზროვნება და ანალიტიკური უნარები;
** კომუნიკაციური და ემპათიური დამოკიდებულება პაციენტების მიმართ;
** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინა, სიზუსტე და პროფესიული ეთიკის დაცვა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|