Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: დიღომი, მარშალ გელოვანის #36
გრაფიკი: 09:00-18:00 და 14:00-22:00 (ცვლებში) (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება და ბონუსი

ბენეფიტები:

** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა.

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** 3 წლიანი გამოცდილება Fashion მიმართულებით მენეჯერის პოზიციაზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კოლექციის მიღება და სწრაფი მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
** გაყიდვების გაუმჯობესება და მონიტორინგი;
** თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა;
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი;
** სექციის მენეჯერებისთვის ყოველდღიური სამუშაოს დაპრიორიტეტება;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** საწყობში წესრიგის მონიტორინგი;
** პერიოდულად ნაშთების აღწერა;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება;
** საჭიროებისამებრ სალარო ოპერაციების განხორციელება;

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე