დასახელება:
ექიმი გინეკოლოგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Beta Plus Fertility
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
კლინიკა "Beta Plus Fertility" აცხადებს ვაკანსიას ექიმი გინეკოლოგის ასისტენტის პოზიციაზე (არასრული განაკვეთი).
მდებარეობა: თბილისი, საქართველო.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.betaplusfertility.com/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების დროულად მიღების უზრუნველყოფა;
** პაციენტის სამედიცინო ისტორიის წარმოება;
** დიაგნოზის დასასმელად საჭირო კვლევებზე პაციენტის გადამისამართება, შესაბამისი დანიშნულების მიცემა მთავარი ექიმის მითითებებისამებრ;
** პაციენტებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
** ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
** სამედიცინო პროცედურებში მონაწილეობის მიღება მთავარ ექიმთან ერთად;
** პაციენტების პროცედურების შესახებ ინფორმაციის შესაბამის ფაილში დროული ჩაწერა;
** მკურნალი ექიმის ცვლილების შემთხვევაში, ისტორიის გადმობარება სხვა ექიმისგან;
** კრიტიკული სიტუაციების მართვაში ჩართულობა;
** ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც ობიექტურად გამომდინარეობის ექიმის ასისტენტის პასუხისმგებელობიდან, დაკავშირებულია ზემოხსენებულ ვალდებულებებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
სარგებელი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplussurrogacy.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია: "ექიმი გინეკოლოგის ასისტენტი".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|