დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
იუსკი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
სკანდინავიური ბრენდი JYSK არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.
დღეს JYSK მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.
JYSK აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი;
** ფილიალში წესრიგის კონტროლი და მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად ინტერიერის განლაგება;
** დარბაზში პროდუქციის სრული ასორტიმენტის წარმოდგენის და სიცარიელის დროულად შევსების კონტროლი;
** საწყობში ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ფილიალში არსებული პროდუქციის პერიოდული აღწერა;
** დეფექტური პროდუქციის შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** მუდმივი ზრუნვა გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
** თანამშრომლებისთვის გეგმის მიცემა და მათი კონტროლი;
** სალაროს ნაშთების კონტროლი და ინკასაცია;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** ზედნადების ატვირთვის კონტროლი;
** პროდუქციის პროგრამულად მიღება და მარაგების დასაწყობება / მონიტორინგი;
** პროდუქციის მოძრაობის თანმდევი დოკუმენტაციის (შემოსაცლის, გასავლის ორდერები და სხვ.) კონტროლი;
** ფილიალის დროულად გახსნა/დახურვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ფილიალის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@JYSK.ge სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|