დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
T&D
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00. შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ლოკაცია: ქ. თბილისი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მთლიანი ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
** საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო რისკების შეფასება, დაკავშირებული საკითხების ინიცირება და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სხვა ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** თვის და წლის დახურვის დროული უზრუნველყოფა ინფორმაციის შემდგომი გამოყენებისთვის;
** მკაცრი აღრიცხვისა და ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი, მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ თუ ირიბად დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გაიდლაინების გაწერა, იმისათვის რომ ფინანსურ დეპარტამენტში უზრუნველყოფილ იქნეს ხარისხიანი და დროული დოკუმენტ ბრუნვის უზრუნველყოფა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროების კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის პროცესში ჩართულობა, არსებობის შემთხვევაში რისკების გამოვლენა და რეაგირება;
** სტატისტიკის სამსახურისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობა, ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ზუსტი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდებით;
** სხვა მის პოზიციასთან დაკავშირებული საქმიანობის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** სასურველია მინიმუმ მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** სავალდებულოა Excel ცოდნა საშუალო დონეზე;
** სასურველია ACCA-ს კვალიფიკაცია;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy.career2023@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|