Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676040&print=yes&view=jobs
 
წარმოების ცვლის თანამშრომელი/დანადგარის ოპერატორის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ცვლის თანამშრომელი/დანადგარის ოპერატორის დამხმარე
მომწოდებელი: კრიალა
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
ჰიგიენური ქაღალდის საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის თანამშრომლის - დანადგარის ოპერატორის დამხმარის პოზიციაზე.

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დანადგარის მართვის სისტემის ზედმიწევნით შესწავლა;
** დანადგარის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** მუშაობის პროცესის მიმდინარეობისთვის მუდმივი თვალყურის დევნება;
** შემდეგი ცვლისთვის საქმის გადაბარება (გამართული დანადგარის და მასით სავსე ავზის დატოვება);
** სისუფთავის დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განრიგი: თვეში 10 ცვლა 24 სთ-იანი სამუშაო განრიგი (09:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქ. 50ბ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 992 927. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია