Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676028&print=yes&view=jobs
 
თვითმცლელი მანქანის - ავტოკარის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თვითმცლელი მანქანის - ავტოკარის მძღოლი
მომწოდებელი: კრიალა
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
ჰიგიენური ქაღალდის საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას თვითმცლელი მანქანის - ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საჭიროებისამებრ თვითმცლელი მანქანით საწარმოში მუშაობა;
** ავტოკარის მართვა;
** ავტოკარის მეშვეობით პროდუქციის უსაფრთხოდ გადაადგილება;
** ავტოკარის მოვლა-მოფრთხილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქ. 50ბ.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე ;
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00 სთ, შაბათი - 09:00 -15:00 სთ, დასვენება -კვირა დღე.
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებიდან გამომდინარე) ;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 992 927. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომენტარი/შენიშვნა: გვჭირდება 1 ავტოკარის მძღოლი (მამაკაცი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია