დასახელება:
ექიმის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
"დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი" წარმოადგენს ამბულატორიულ კლინიკას და მოიცავს ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს, კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი.
"დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; პეკინის გამზ, N28
განაკვეთი: სრული (ორშაბათი; პარასკევი 10:00 -18:00 სთ. შაბათი 10:00- 15:00 სთ.
ძირითადი მოვალეობები:
** ექიმის მეთვალყურეობით/მითითებით და პასუხისმგებლობით პაციენტის მიღება, ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების შეკრება/შეფასება, მართვა სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/ გაიდლაინების გათვალისწინებით; სამედიცინო ჩანაწერების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა და გამოყენება სამუშაო პრაქტიკაში;
** პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა, კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@Dthc.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი კანდიდატთა შერჩევის პროცესში გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ, რომ ხორციელდება კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|