დასახელება:
გაქირავების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სქი-გუდაური
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
სათხილამურო/სნოუბორდ სკოლა და გაქირავება გუდაურში - "სქი გუდაური" აცხადებს ვაკანსიას გაქირავების თანამშრომელზე.
ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://skigudauri.ge
გაქირავების თანამშრომლის მოვალეობები:
** თხილამურისა და სნოუბორდის აღჭურვილობის შერჩევა და რეგულირება; (სეზონის დაწყებამდე მოხდება თანამშრომლების დატრეინინგება);
** აღჭურვილობის გაცემა კლიენტზე;
** ინვენტარის შემოწმება გაცემისა და მიღების დროს;
** აღჭურვილობის შეკეთება და მომზადება;
** ინვენტარის დათვლა ყოველი კვირის ბოლოს;
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
** გამართული, დახვეწილი და თავაზიანი მეტყველების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 08:30-იდან 19:00-მდე.
** კვირაში ერთი დღე დასვენება (მცოცავი).
** საცხოვრებელი ადგილი უფასო;
** აღჭურვილობით სარგებლობის უფლება;
** ხელფასი: 2000 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@skigudauri.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: `გაქირავების თანამშრომელი`.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|