Робота для біженців з України
საინჟინრო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: SekkeiPark
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
კომპანია "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია სეკე პარკი ახორციელებს სახანძრო და ელ. მომარაგების საინჟინრო უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს სრულ ციკლს საინჟინრო პროექტის დაპროექტებიდან, მის შესრულებასა და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ -მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00. შაბათ-კვირის გარდა;
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, მედეა ჩახავას ქუჩა #9;
სამუშაო ჰიბრიდულია, მოიცავს საოფისე და სხვადასხვა ობიექტზე მუშაობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საინჟინრო პროექტის ბიუჯეტის, ადამიანური რესურსების, დროის დაგეგმვა და მართვა, პროექტის მართვის პროგრამის გამოყენებით; (MS Project)
** საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა, მოვალეობების გადანაწილება და მონიტორინგი;
** პროექტის ზედამხედველობა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის რისკების მართვა;
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, პროექტისთვის საჭირო კადრის მოთხოვნა და შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება;
** პროექტის ფარგლებში ჩასარიცხი თანხების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია პროექტების მართვის ცოდნა და გამოცდილება;
** სასურველია კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამული ცოდნა: სავალდებულოა: MS Office, MS Project; სასურველია: Archicad, Autocad;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები და თვისებები:

** პროექტული აზროვნება
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** სამედიცინო დაზღვევა;
** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული განვითარება;
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე