Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სქი-გუდაური
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
სათხილამურო/სნოუბორდ სკოლა და გაქირავება გუდაურში - "სქი გუდაური" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.skigudauri.ge

მოვალეობები:

** გაკვეთილების დაჯავშნა, განცხადების დამუშავება, შემომავალი ზარების მიღება (საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება) მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** აღჭურვილობის დაჯავშნა (ადმინისტრატორი არ იღებს მონაწილეობას აღჭურვილობის შერჩევაში, თუმცა მას უნდა შეეძლოს კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა. სეზონის დაწყებამდე მოხდება ადმინისტრატორების დატრეინინგება);
** ინსტრუქტორების სამუშაო განრიგის დაგეგმვა/შედგენა და მათი კოორდინაცია მთელი დღის განმავლობაში;
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** შიდა CRM სისტემა-ში მუშაობა (ჩვენ ვასწავლით);
** გადახდის მიღება, ნაღდი ფულის კონტროლი, ანგარიში სამუშაო დღის ბოლოს;

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. სხვა ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 08:30-იდან 19:00-მდე.
** კვირაში ერთი დღე დასვენება (მცოცავი).
** უფასო საცხოვრებელი ადგილი;
** აღჭურვილობით სარგებლობის უფლება;
** ხელფასი: ფიქსირებული 1700+ ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@skigudauri.ge, სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: `ადმინისტრატორი`.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე