Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ინსი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია "ინსი" 2007 წლიდან ახორციელებს სამშენებლო, სარეაბილიტაციო, სარემონტო სამუშაოებს და საინჟინრო ქსელის მოწყობას. საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანია აქტიური დამსაქმებელია და თანამშრომლებს სთავაზობს მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოს.

კომპანია "ინსი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: შრომის უსაფრთხოების სამსახური;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
პოზიციის მიზანი: კომპანიაში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შესრულების კონტროლი. რისკების შეფასება, დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

ფუნქცია/მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მონიტორინგი ორგანიზაციაში.
** შრომის პირობებისა და რისკების რეგულარული შეფასება, ანალიზი;
** უსაფრთხოების წესების დაცვის, უსაფრთხოების აღჭურვილობისა და პროცესების მონიტორინგი, დოკუმენტაციის მართვა;
** პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
** ტრენინგებისა და საინფორმაციო სესიების ორგანიზება დასაქმებულთათვის (შრომის უსაფრთხოება, პირველადი დახმარება და ა. შ);
** ინციდენტის გამოძიება, შემთხვევის აღრიცხვა და ანგარიშის მომზადება.
** რეგულაციების დაცვა, შრომის ინსპექციასთან, ადგილობრივ უწყებებთან და სხვა მაკონტროლებელთან თანამშრომლობა;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაფასებლად რეგულარული აუდიტების ჩატარება;
** უსაფრთხოების წესების დარღვევის პრევენციის მიზნით, წინასწარი ზომების მიღება და რეკომენდაციების გაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება უსაფრთხოების, საინჟინრო, ან შესაბამისი მიმართულებით;
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სერტიფიკატი ან დიპლომი;
** გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილებების, სახელმწიფო რეგულაციების, სტანდარტებისა და სხვა უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები (MS Office, უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა).

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** რისკების შეფასების და მონიტორინგის უნარი;
** პრობლემის გამოსწორებისა და ინციდენტების ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და ტრენინგების ჩატარების უნარი;
** დეტალებზე ზუსტი ორიენტაცია, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებულ, პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ, კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** ცვლილებების მიმართ მოქნილ სამუშაო პროცესებს;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@insi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, კომპანიის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც, თავსებადობის შემთხვევაში.

კომპანია "ინსი" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე