დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
თბილისი ჰაუსი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
სამშენებლო კომპანია "თბილისი ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებლის ვაკანსიაზე.
ლოკაცია: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (კვირაში 48 საათი)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
** შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების დადგენა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/ორგანიზება;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ფორმის (ფორმა #2) შედგენა;
** სამშენებლო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი;
** დასაქმებული პერსონალის ასანაზღაურებელი ხელფასების უწყისების შედგენა და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა;
** სამშენებლო ობიექტის შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების აზომვა;
** შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი;
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** სამშენებლო მოედანზე სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის, ინჟინერიის მიმართულებით;
** სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის ცოდნა;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** ტექნიკური და სამშენებლო ნორმების ცოდნა;
** უსაფრთხოების და ხარისხის ნორმების ცოდნა;
** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Archicad, Autocad);
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@tbilisihouse.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|