Робота для біженців з України
ცივი კერძების მზარეული, ცხელი კერძების მზარეული, მცხობელი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცივი კერძების მზარეული, ცხელი კერძების მზარეული, მცხობელი
მომწოდებელი: ვილა მოსავალი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
გახდი "ვილა მოსავლის" ვარსკვლავური გუნდის წევრი!

შეუერთდი საუკეთესო კულინარიულ სივრცეს, სადაც შთამბეჭდავი გარემო, მაღალი სტანდარტები და ინოვაციური მიდგომა ერთმანეთს ხვდება.

"ვილა მოსავალი" — სასტუმრო და მეღვინეობა, რომელიც მასშტაბურ პროექტებსა და უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებებს აერთიანებს, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ცივი კერძების მზარეული, ცხელი კერძების მზარეული, მცხობელი.

რატომ "ვილა მოსავალი"?

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული პროფესიონალი და გინდა, რომ შენი ხელწერა დატოვო რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ივენთ-სივრცეში — ეს ადგილი შენთვისაა!
ჩვენი კომპლექსი მდებარეობს სულ რაღაც 30 წუთის სავალზე თბილისიდან — სოფელ ახალუბანში, ნატახტრის გადასახვევთან. ახალი, უზარმაზარი დარბაზი იტევს:

** 1000-მდე სტუმარს სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის • 1800-მდე სტუმარს ფურშეტისა და კონფერენციებისთვის

ეს ნიშნავს — ახალ გამოწვევებს, პროფესიულ ზრდას და განვითარებას საუკეთესო გუნდში.
ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერულ ზრდასა და პროფესიული უნარების განვითარებას
** ანაზღაურება 2000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
** ტრანსპორტირებას თბილისიდან "ვილა მოსავლამდე" და უკან
** კვებით უზრუნველყოფას სამუშაო საათებში
** 5/2 სამუშაო გრაფიკს და ანაზღაურებად შვებულებას

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: hr@mosavaligroup.com გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე