Робота для біженців з України
რეგიონალური მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
შპს მისო "ბერმელი"/"Bermeli" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო - საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** უპირატესობა - მენეჯერული გამოცდილების მქონე კანდიდატები;
** უმაღლესი განათლება-ეკონომიკაში, საბანკო საქმეში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან მომიჯნავე სპეციალობებში;
** საკრედიტო პოლიტიკის ზოგადი დებულებების ცოდნა;
** ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულების ცოდნა;
** მომხმარებელთა უფლებების კანონის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის ზედმიწევნით კარგად ცოდნა - Excel, Word, Outlook.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო სფეროში გამოცდილების ანალიზი და გაზიარება, სიახლეების დანერგვა;
** ბაზრის შესწავლა, საბაზრო პირობების კონტროლი საკრედიტო ოფიცრებთან ერთად;
** მომხმარებლის მოზიდვაზე მუშაობა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად და დამოუკიდებლად (გაყიდვების აგენტების გზით) და სხვადასხვა ნაცადი და ახალი კანონიერი ფორმით.
** სესხის პორტირებაზე მუშაობა, კომპანიის პირობების უპირატესობის გაცნობით და სხვადასხვა ნაცადი და ახალი კანონიერი ფორმებით;
** სხვადასხვა ღონისძიებების გატარება (მუშაობის პროცესის სისტემური ანალიზი და შეფასება. კომუნიკაცია კადრებთან, მათი სწავლება, კონტროლი, საჭიროებისას მითითება-გაფრთხილება, ბერმელის საკრედიტო პროდუქტების (ბიზნესი, იპოთეკური, სამომხმარებლო) განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების დასმა და თანამონწილეობა მათ გადაწყვეტაში;
** კადრების მოზიდვა და მათი სტაჟირება, არსებულ კადრებთან მუშაობა, ტრენინგის ჩატარება მუშაობის ფორმებსა და მეთოდებზე, დაკრედიტების პოლიტიკაზე, სხვათა გამოცდილების გაზიარებაზე, სიახლეების დანერგვაზე;
** ზრუნვა კომპანიის პროდუქტების (სამომხარებლო, იპოთეკური, ბიზნესსესხი (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი), ავტო და სალომბარდო) პროდუქტზე გაწერილი საგეგმო დავალების შესრულებისთვის;
** ფილიალების უზრუნველყოფა რეკლამებით, აღჭურვა ინვენტარ-მოწყობილობებით, შრომითი პირობების უზრუნველყოფა თანამშრომელთათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საკრედიტო ისტორიის შესწავლა და ამ ისტორიიდან გამომდინარე პირობების შეცვლის შეთავაზება სესხის რესტრუქტურიზაცია-რეფინანსირება;
** დროული და საჭირო ზომების მიღება, სესხების გაპრობლემურების თავიდან ასაცილებლად, სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დროული გადახდისთვის (დავალიანების შესახებ საკრედიტო ოფიცრებსა და ექსპერტ-შემფასებლებზე შეხსენებისა და გადახდევინების უზრუნველყოფა).
** სესხების რესტრუქტურიზაცია პროცესის მართვა და უშუალოდაც წარმართვა, საკრედიტო ოფიცრებთან ერთად;
** რესტრუქტურიზებული სესხების პირად კონტროლზე აყვანა და შედეგების ანალიზი;
** თანამშრომელთა კრებების, შეხვედრების ჩატარება შედეგების ანალიზისა და ახალი ამოცანების დასახვის, პრობლემების განხილვა-გადაწყვეტის და სიახლეების განხილვის და დანერგვის მიზნით;
** ფილიალში მომუშავე პერსონალის - მინდობილი პირის, საკრედიტო ოფიცრის, მოლარე-ოპერატორის, ძვირფასეულობისა და ტექნიკის ექსპერტ-შემფასებლის, აგრეთვე ინკასატორისა და უფროსის და სხვა ინსტრუქციების გაცნობა და ამ თანამშრომელთა მუშაობის წარმართვა და კონტროლი დარგის განვითარებაში შინაგანაწესის დაცვით, თითოეულის უფლება-მოვალეობისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე;
** საოპერაციო პროცესების შესაბამისად საოპერაციო რისკების მართვის კონტროლი და პასუხისმგებლობა კონტროლის განხორციელებაზე.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge.
ეწვიეთ ვებგვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით +995 577 79 10 10. გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე