დასახელება:
PR და სოც. მედია მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Royal Express
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას PR & სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე.
ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია, ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივი ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც გახდება კომპანიის სახე და დაეხმარება ჩვენს ბრენდს განვითარებასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაში.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმ. ხეივანი #19;
** სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული, ოფისიდან კვირაში 2 დღე, 10:00 -18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 3.000 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური მედიის გვერდების მართვა (LinkedIn, Facebook, Instagram, TikTok) და შემოქმედებითი კონტენტის შექმნა (ტექსტი, ფოტო, ვიდეო, reels, stories);
** მიზნობრივი კონტენტ სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება;
** ტექსტური და ვიზუალური მასალის შექმნა (პოსტები, ვიდეოები, სთორები, პრესრელიზები);
** ბრენდის ცნობადობისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცება სხვადასხვა არხის საშუალებით;
** მედიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მონაწილეობა გამოფენებსა და ღონისძიებებში - ორგანიზება, კომუნიკაცია, წარმოდგენა;
** შიდა და გარე PR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
** ონლაინ მარკეტინგის სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება ბრენდის ხილვადობისა და წვდომის გასაზრდელად.
** შედეგების გაზომვა და მნიშვნელოვანი მაჩვენებლების ოპტიმიზაცია (engagement, leads);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 2 - 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სოციალური მედიის მართვის და კონტენტის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (ინგლისურად და რუსულად);
** კრეატიულობა, ინიციატივა და სტრატეგიული აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გრაფიკული პროგრამების (Canva, Photoshop ან მსგავსი) ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭებათ ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@rexpress.net სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
|
|
|
|