დასახელება:
სატენდერო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
"გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სატენდერო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
პოზიციის შესახებ:
კომპანიის მიერ გაფორმებული ტენდერების კონტრაქტების მართვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
შესასრულებელი სამუშაო:
** გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია, (პორტფელის) მართვა, და კონტროლი.
** გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
** საჭირო შეთანხმებებისა და ოფიციალური მიმოწერის წარმოება კომპანიის დამკვეთებთან;
** წარმოებული დოკუმენტაციის ელექტრონულად ასევე ფიზიკურად დახარისხება და დაარქივება;
** კომპანიის დამკვეთებთან მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
** ტენდერებისა და ხელშეკრულებების პროექტების ჭრილში აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** პორტფელში შემავალი ხელშეკრულებების და აღრიცხვის დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა აღრიცხვის პროგრამასთან;
** შესრულებული სამუშაოს სხვადასხვა სახის რეპორტში ასახვა;
** სერვისის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაგეგმილი, გაწერილი და წინასწარ შეთანხმებული სერვისის გაწევის მიზნით;
** სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|