Робота для біженців з України
მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის შესახებ:

მსუბუქი ავტროტრანსპორტისთვის სათადარიგო ნაწილების იმპორტის წარმოება, საჭირო დოკუმენტების მოძიება, საბაჟოზე წარდგენა და საქონლის დეკლარირების უზრუნველყოფა

შესასრულებელი სამუშაო

** მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების საერთაშორისო ბაზრებზე მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვისა და იმპორტის უზრუნველყოფა;
** სასაწყობე მარაგებიდან გამომდინარე, დეფიციტური სათადარიგო ნაწილების მარაგის შევსება;
** იმპორტის ღირებულებათა ჯაჭვის დათვლა;
** იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება-დაარქივება;
** პერიოდული მოთხოვნის დაგეგმვა და დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** მოთხოვნის დაგეგმარება, შესყიდვების გეგმის ბიუჯეტის დათვლაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული გეგმის მიხედვით შესყიდვების წარმოება.
** სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე