Робота для біженців з України
TP აკადემია თბილისი - გერმანული ენის უფასო კურსი/ დასაქმება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: TP აკადემია თბილისი - გერმანული ენის უფასო კურსი/ დასაქმება
მომწოდებელი: მეიჯერელ აკადემია
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
გერმანული ენის აკადემია TP საქართველოს უნიკალური ინიციატივაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს გერმანული ენის უფასო კურსს და საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს.

კურსს გამოცდილი ტრენერები — ფრანკ და ლუკა ულრიხ შრაიერები უძღვებიან. შერჩეული კანდიდატები გერმანული ენის 3-საათიან ტრენინგებს 20-24 კვირის განმავლობაში, კვირაში 3-ჯერ, დაესწრებიან. ამ ეტაპზე დაგეგმილია 2 კურსი — ონლაინ და პირისპირ (ტელეპერფორმანსის ოფისში — ილია ჭავჭავაძის გამზირი 34, ბიზნესცენტრი პიქსელი).

ონლაინ გაკვეთილების დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
პირისპირ გაკვეთილების დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი

გაითვალისწინეთ, რომ თვეში 1 შაბათს, თბილისის ოფისში ჩატარდება 8-საათიანი ტრენინგი, რომელზეც პირისპირ დასწრება აუცილებელია.

აკადემიაში მონაწილეთა შერჩევისთვის მხოლოდ სამი სავალდებულო წინაპირობა გვაქვს:

** გერმანული ენის A2-B1 დონეზე ცოდნა;
** ჩვენს გუნდში მუშაობის სურვილი;
** თბილისში ან მის შემოგარენში ცხოვრება (რადგან კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა თბილისშია).

შერჩევის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტესტირება საბაზისო კომპიუტერული უნარების შესამოწმებლად.

თქვენს აპლიკაციებს 4 ნოემბრამდე ველით.

კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ: geacademy@majorel.com

ეწვიეთ ბმულს: https://tp-georgia.softgarden.io/job/50341543?l=de
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე