Caucasus Translations, პროფესიონალური წერილობითი და ზეპირი თარგმანის სერვისების წამყვანი რეგიონული პროვაიდერი, აფართოებს გუნდს და ეძებს კვალიფიციურ თარჯიმნებს, მთარგმნელებსა და რედაქტორებს სხვადასხვა სფეროსა და ენაში.
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: შეთანხმებით (შტატიანი ან შტატგარეშე თანამშრომლობა)
ენები:
გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, დანიური, ფინური, სლოვაკური, ჩეხური, პოლონური, უნგრული, ჩინური (მანდარინი), იაპონური, კორეული, ჰინდი, ურდუ, თურქული, არაბული, სპარსული, ივრითი, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა.
ზოგადი თარგმანი - წერილობითი და ვერბალური თარგმანი
(თანმიმდევრული და სინქრონული)
სპეციალიზაციები:
** კონფერენციების, ტრენინგ-სემინარების თარგმნა (თანმიმდევრული და სინქრონული) და დოკუმენტების წერილობითი თარგმნა
** მოთხოვნები:
** კონფერენციებისა და ტრენინგ-სემინარების თარგმნა (თანმიმდევრული/სინქრონული) სხვადასხვა საკითხზე;
** ბიზნეს-შეხვედრების, პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებების თარგმნა;
** საერთაშორისო ფორუმებისა და ღონისძიებების თარგმნა;
** არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორის პროექტების თარგმნა;
** იურიდიული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სოციალური თემატიკის მასალების თარგმნა;
** მაღალი ხარისხის კომუნიკაციის უზრუნველყოფა მრავალენოვან გუნდებს შორის;
** კვლევის დოკუმენტების და დასკვნების წერილობითი თარგმნა;
** ოფიციალური და სამუშაო დოკუმენტაციის წერილობითი თარგმნა;
საკითხები:
** განათლება (სასკოლო, საუნივერსიტეტო აკადემიური ტექსტები, დისერტაციები, სამეცნიერო ნაშრომები, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, ონლაინ განათლება (e-learning modules);
** ბიზნესი - ბიზნეს გეგმები, წლიური ანგარიშები, ინვესტიციისა და ფინანსური დოკუმენტები, კორპორაციული კომუნიკაცია, პროექტის წინადადებები;
** ტექნოლოგიები IT - პროგრამული უზრუნველყოფა და ლოკალიზაცია, მომხმარებლის სახელმძღვანელოები; ვებ-გვერდის კონტენტი, ტექნიკური დოკუმენტაცია;
** კულტურა, მედია და ხელოვნება - კინოთარგმანი, სუბტიტრები, მუზეუმის ტექსტები, კატალოგები, კულტურული პროექტების აღწერები, ბლოგები და ინტერვიუები;
** სოციალური და საზოგადოებრივი საკითხები - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, სოციალური კვლევები, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიები;
** მარკეტინგი, რეკლამა და გაყიდვები - ბროშურები, სარეკლამო ტექსტები, პრეზენტაციები, სლოგანები, ბანერები, სოციალური მედიის კონტენტი, ბაზრის კვლევები;
** საჯარო სექტორი და სახელმწიფო ინსტიტუტები - სტრატეგიული დოკუმენტები, პოლიტიკის მიმოხილვები, სახელმწიფო პროგრამები და ანგარიშები.
** იურიდიული და ადმინისტრაციული - კონტრაქტები, ხელშეკრულებები, რეგულაციები, კანონმდებლობა, ნოტარიული დოკუმენტები, სასამართლო მასალები.
სამედიცინო თარგმანი: (წერილობითი და ვერბალური (თანმიმდევრული/სინქრონული) თარგმანი)
მოთხოვნები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის ზუსტი თარგმანი;
** თარგმნილი მასალის რედაქტირება და კორექტურა;
** თანმიმდევრული/სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფა და ღონისძიებებზე (ადგილზე/ონლაინ პლატფორმაში);
** სამედიცინო ტერმინოლოგიის სიზუსტის დაცვა და შესაბამისი გუნდების მხარდაჭერა;
** შესაბამისი ენის მაღალ დონეზე ფლობა (დამადასტურებელი დოკუმენტი/გამოცდილება);
** სამედიცინო თარგმნისა და რედაქტირების გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.
** ტექნიკური თარგმანი
** (წერილობითი და ვერბალური (თანმიმდევრული/სინქრონული) თარგმანი)
მოთხოვნები:
** ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა;
** თარგმნილ ტექსტთა რედაქტირება და ტერმინოლოგიის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** ვერბალური თარგმნა შეხვედრებზე, ტრენინგებსა და ღონისძიებებზე.
** შესაბამისი ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** ტექნიკური ტექსტების თარგმნისა და რედაქტირების გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პროფესიული ეთიკა.
განაცხადის შეტანის წესი:
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, ენის სერტიფიკატი, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ ფოსტაზე: events@caucasustranslations.com და სათაურის ველში მიუთითეთ "თარჯიმნის ვაკანსია - მიმართულება და ენების კომბინაცია".
|