"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat) - აცხადებს ვაკანსიას მოთხოვნის დაგეგმარების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.;
განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების ისტორიული მონაცემების, სეზონურობისა და აქციების ანალიზი;
** მოთხოვნის პროგნოზების მომზადება თითოეულ პროდუქტსა და სხვადასხვა პერიოდზე (კვირეული, თვიური, კვარტალური, წლიური);
** მონაცემების მიწოდება და რეპორტების მომზადება წარმოების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დაგეგმვისთვის;
** ERP, SQL და BI სისტემებიდან მონაცემების ანალიზი და დეშბორდების განახლება;
** მონაცემთა სიზუსტისა და სისტემური სისუფთავის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სპეციალობაში);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ანალიტიკასა და მოთხოვნის დაგეგმვაში;
** ERP სისტემებთან, SQL Server-თან და BI ინსტრუმენტებთან (Power BI, Excel) მუშაობის გამოცდილება.
** ენების ცოდნა - ინგლისური (Full Professional Proficiency), რუსული (Limited Working Proficiency);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი და დეტალებზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მოთხოვნის დაგეგმარების ანალიტიკოსი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 2 ნოემბერი;
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
|