Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - თბილისი, თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი; ფალიაშვილი ქ#82; თელავი (თელავი მოლი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30)
დასვენების დღე: კვირა;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი;

ჩვენს შესახებ:

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 29 წ. წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ხოლო მომსახურება — პროფესიონალიზმითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა განვითარებას, მოტივაციასა და გუნდურ მუშაობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის შეუფერხებელი ოპერაციული მართვა
** ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
** სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
** სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
** თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების წარმოება;
** კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ფლობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge hr@chita.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "ფილიალის მენეჯერი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/1vxV46oiGfAkU0ALevshcZauxvp49OuAfAr_faCkjgi8/viewform?pli=1&pli=1&edit_requested=true
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე