Робота для біженців з України
საწყობის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
კომპანია "არომაპროდუქტი"/"Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი"/"Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი გურამიშვილის გამზირი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 საათამდე
დასვენება: კვირა დღე
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1500 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ 1700 ლარი

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე