Робота для біженців з України
იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: დემასი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
შპს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: ხელფასი ყოველთვიური ანაზღაურება 3400 ლარი (ხელზე ასაღები) პლიუს ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, გალერეა "დემასი".

სამსახურებრივი მოვალეობა:

** კომპანიის შეკვეთების გაგზავნა უცხოელ მომწოდებელთან და შეკვეთის შესაბამისად მიღებული საქონლის დოკუმენტალურად შემოწმება.
** პროდუქციის დატვირთვების დაკომპლექტება და ორგანიზება
** შეკვეთები სატრანსპორტო კომპანიებთან და დატვირთვის შემდგომი დოკუმენტაციის შემოწმება.
** პროგრამა "აპექსში" მომწოდებლებთან და პროდუქციასთან დაკავშირებული ოპერაციების ასახვა.

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები-10:00 დან 19:00. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრის ხარისხი), ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა, კომპიუტერული საოფისე პროგრამების: ვორდი და ექსელის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბალურობა
** ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სტაჟირების ვადა ორი თვე:

სტაჟირების პირობები: პირველი 2 კვირა: ანაზღაურების გარეშე, მომდევნო ნახევარზევე 1700 ლარი თვეში.
რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.

ელ ფოსტა: hr@demasi.ge
ვებ გვერდი: http://www.demasi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე