დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფაინ თრი ინთერნეიშენალი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფაინ თრი ინთერნეიშენალ"-ი, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
მთავარი მიზანი:
ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია, ოფისის ეფექტიანი და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა, თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს კომფორტული პირობების შექმნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის საქმიანობის ორგანიზება და საოფისე პროცესების კოორდინაცია;
** სატელეფონო ზარების, კორესპონდენციისა და ელფოსტების მართვა;
** შეხვედრების დაგეგმვა, ოქმის წარმოება და სტუმრების მიღება;
** საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო და სამეურნეო მასალების კონტროლი და შეკვეთა;
** დოკუმენტაციის მართვა, არქივის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების გადაცემა შესაბამის სტრუქტურებში;
** ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა და ბიუჯეტის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა შიდა ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერა (შვებულებები, მივლინებები, სამუშაო დროის აღრიცხვა და სხვ.);
** კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, მომსახურების მომწოდებლებთან (საწმენდი, ტექნიკური, საკურიერო და სხვა);
** უსაფრთხო, მოწესრიგებული და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** დირექტორის ან მენეჯმენტის მიერ გადაცემული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში, მენეჯმენტში ან შესაბამის სფეროში);
** საოფისე მენეჯმენტში ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** შესანიშნავი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 2000 (ნეტი)
სამუშაო საათები: 9.00-18.00 სთ
შაბათი -კვირა და უქმე დღეები დასვენება;
მის: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ვივამედის კლინიკის მიმდებარე ტერიტორია.
დაინტერესებულს პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|