დასახელება:
რადიოლოგი ექიმი ექოსკოპისტი
|
მომწოდებელი:
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
შპს "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი" ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რადიოლოგი ექიმი ექოსკოპისტი.
ჩვენს შესახებ
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
სამუშაოს პირობები:
** მისამართი: ვაკე-საბურთალოს ფილიალი უნივერსიტეტის ქუჩა N24
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის პაციენტებისთვის ექოსკოპიის ჩატარება;
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** პაციენტის მონაცემების პროგრამული ასახვა კლინიკაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე info@mmt.ge.
|
|
|
|