დასახელება:
აღრიცხვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ასორტი ვერე
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებული პროდუქციის აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი.
ძირითადი ფუნქციები:
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში მიმდინარე წარმოების სრული პროგრამული აღრიცხვა;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში მიმდინარე წარმოების პროგრამულად აღრიცხვის მიზნით, საწარმოებელი პროდუქციის კალკულაციების სისწორის შემოწმება კვების ტექნოლოგთან ან/და მთავარ კონდიტერთან;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში საწარმოებელი პროდუქციისათვის აუცილებელი ნედლეულის შეკვეთის პროგრამულად ასახვა, ასევე, საწყობისთვის ინფორმაციის მიწოდება ნედლეულის მიღების მიზნით.
** დღე-ღამის მანძილზე ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში ნაწარმოები პროდუქციის პროგრამულად წარმოების ოპერაციის განხორციელება;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში მიმდინარე წარმოების აღრიცხვის მიზნით, პროგრამულად მიღებული ნედლეულის, წარმოებული პროდუქციის, საკონდიტრო/საწარმოდან გასული პროდუქციის ოდენობის პროგრამულად კონტროლი;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში ყოველკვირეულად (მზა პროდუქციის) და ყოველ თვიურად სრული ინვენტარიზაციის (მზა პროდუქცია, ნახ.ფაბ, სახარჯი მასალები) ჩატარების უზრუნველყოფა, დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office Excel, Fina).
პიროვნული მახასიათებლები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოებული პროდუქციის აღრიცხვის მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|