Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675866&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: GMT Pharma
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"GMT Pharma" წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობას, ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფასა და ზრდას და პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული ურთიერთობების შენებას.

"GMT Pharma" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
დაქვემდებარება: შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი

სამუშაოს აღწერილობა:

** საერთაშორისო მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შეკვეთების დაგეგმვა;
** პროდუქციის ფასების, წარმოებისა და მიწოდების პირობების ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება ხარისხის, ფასისა და სანდოობის კრიტერიუმებით;
** საბუთების მომზადება და კონტროლი (ინვოისები, შეფუთვის ფურცლები, სერტიფიკატები და სხვა);
** ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
** ბაზრის ყოველთვიური მონიტორინგი და ფასების შედარებითი ანალიზი კონკურენტულ გარემოში;
** პერიოდული ანგარიშგებების მომზადება შესყიდვებისა და დანახარჯების შესახებ;
** შიდა განყოფილებებთან (ბუღალტერია, საწყობი, გაყიდვები) ეფექტური თანამშრომლობა შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ან ფარმაციის მიმართულებით); შესყიდვებში ან იმპორტის მენეჯმენტში 1+ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა; მონაცემთა ანალიზის პროგრამების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომუნიკაბელურობა, ყურადღება დეტალებზე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ასევე, უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება ფარმაცევტულ ან სამედიცინო სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ:

** შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: import@gmt-pharma.com, არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრისა.

გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

"GMT Pharma" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია