დასახელება:
პროდუქციისა და გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
AMTS
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
კომპანია "AMTS" (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქციისა და გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე სამედიცინო აპარატურის მიმართულებით.
მდებარეობა: თბილისი
მოვალეობები:
** პროდუქციის შესწავლა და ტრენინგებზე დასწრება;
** ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
** დასახული გაყიდვების გეგმების შესრულება;
** საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება;
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება სამედიცინო სფეროში;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კარგი მეტყველების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** 1-დან 3 თვემდე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;
ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|