დასახელება:
გამყიდველ-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ზოოსითი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: 950 ლარი + ბონუსი
სამუშაო საათები: 10:00-20:00
სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (შესაძლებელია მოქნილი გრაფიკიც)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, აგრეთვე მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ სიახლეების გაცნობა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგების და ასორტიმენტის კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით (ვადების შემოწმება, გაყიდული პროდუქციის შემდგომ თაროების შევსება/მოწესრიგება);
** მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ელემენტარულ დონე);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ვეტერინარული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე anashengelia.zoocity@gmail.com
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|