დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
** შესყიდვების განხორციელება კომპანიაში დამტკიცებული პროცედურის/პოლიტიკის შესაბამისად;
** დაკვეთის/მოთხოვნის მიღება და დამუშავება (ტექნიკური სპეციფიკაციების დაზუსტება დამკვეთთან);
** დაკვეთის/მოთხოვნის მიხედვით, ინფორმაციის მოძიება პროდუქციის (მასალები/მომსახურება) მწარმოებლების შესახებ; კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
** დაკვეთის/მოთხოვნის მიხედვით, ბაზრის კვლევა და პოტენციურ მომწოდებლებთან პირობების დაზუსტება;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი - საჭიროების შემთხვევაში მასალების მომწოდებლისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო მომწოდებლებისგან შესყიდვების განხორციელება;
** მომწოდებელთან სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკება;
** შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა და შენახვა;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია შესყიდვების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია Microsoft Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების წარმოების გამოცდილება
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|