Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
"MS Holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი/დისტრიბუცია.

"MS holding" გეძებს შენ საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ. # 4;
** სამუშაო დრო: სრული, 09:00-18:00 საათი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე

რისი გაკეთება მოგიწევს?

** საწყობის სამუშაო პროცესის წარმართვა და მისი სწორად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** პროდუქციისა და მარაგების კონტროლი, მონიტორინგი/მართვა;
** იმპორტის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი;
** შეკვეთის ვადების მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობებისა და შეგროვება-გაცემის სამუშაოების ორგანიზება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის, შესასრულებელი საქმიანობის განსაზღვრა/ორგანიზება და მონიტორინგი;
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი;
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია APEX მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ "MS holding"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე