Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675836&print=yes&view=jobs
 
გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი
მომწოდებელი: ტელაგრი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"ტელაგრი" აცხადებს ვაკანსიას გეოინფორმაციული სისტემებისა და დისტანციური ზონდირების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: სოფლის მეურნეობა, Agri Fintech
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ (ორშ-პარ.)

ვაკანტური პოზიციის სამუშაო მოვალეობები:

** GIS, Remote Sensing და შესაბამისი პროგრამების გამოყენება
** სატელიტური, დრონის გამოსახულებების, და სხვა დისტანციური (remote) მონაცემების მიღება, ანალიზი და დამუშავება
** ნიადაგის, კულტურების და ტერიტორიის სივრცობრივი ანალიზი
** მცენარეთა მდგომარეობის შეფასება და ინდექსების გამოყენება (NDVI, SAVI, NDRE და სხვა ინდექსები)
** ისტორიული და სეზონური კლიმატური მონაცემების ანალიზი და ინტეგრაცია
** სატელიტების და სხვა პროგრამების შესაძლებლობების კვლევა და დემოების ტესტირება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება GIS, Remote Sensing, DEM ანალიზსა და შესაბამის პროდუქტებში (ArcGIS, QGIS, Google Earth Engine ან მსგავსი).
** Drone imagery და სატელიტური მონაცემების დამუშავების გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 03.11.2025

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://telagri.com/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე: hr@telagri.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია