დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგიისა და/ან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს;
** ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება Payroll-სა და ადმინისტრირების სფეროში გამოცდილებას;
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას.
ძირითადი ფუნქციები:
** თანამშრომლების ადმინისტრირება შრომის კოდექსისა და კლინიკაში დადგენილი შინაგანაწესის მიხედვით;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონულ ბაზაში ასახვა;
** არსებულ და ახალ თანამშრომლებთან ხელშეკრულებების დადება; სტრუქტურული ცვლილებების უზრუნველყოფა, ბრძანებების გამოცემა;
** Payroll-ის პროცესის სრული ციკლის მართვა.
პიროვნული თვისებები:
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 20.11.2025-მდე ელმისამართზე: vacancy@newhospitals.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|