Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675815&print=yes&view=jobs
 
სერვისის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კოორდინატორი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია - "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: სერვისის კოორდინატორი უზრუნველყოფს ოფისის მართვას, რესურსებისა და სერვისების დროულ კოორდინაციას, უძრავი ქონების მრჩევლების მხარდაჭერას და სტუმრების მიღება/გამასპინძლებას. პოზიცია აერთიანებს მომხმარებლის მომსახურებას, ოფისის საოპერაციო და ინფრასტრუქტურული ნაწილის მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

საოფისე და ადმინისტრაციული მხარდაჭერა:

** საოფისე მარაგების (საკანცელარიო ნივთები, საჩუქრები და სხვა) კონტროლი და დროული შეკვეთა ოფისის მენეჯერთან კოორდინაციით;
** ოფისში სისუფთავისა და ორგანიზებულობის სტანდარტების მხარდაჭერა.

სტუმრების მომსახურება:

** სტუმრების მიღება, გამასპინძლება და გაცილება;
** ვიზიტორებისთვის სასიამოვნო და პროფესიული გარემოს უზრუნველყოფა.

თანამშრომელთა მხარდაჭერა:

** უძრავი ქონების მრჩევლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროებისამებრ;
** "Wow" მომენტების დაგეგმვა და მართვა (საჩუქრების შეკვეთა, დოკუმენტაციის მომზადება და სხვა);
** ხელმოწერის ცერემონიების ორგანიზება, საჩუქრების გადაცემა და შესაბამისი გამასპინძლება.

შინაგანაწესის და გაიდლაინების დაცვა:

** კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით შესრულება ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე (B1+ სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Microsoft Office;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი.

სამუშაო გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია.

ლოკაცია:

1. ქეთევან დედოფლის გამზირი #69, თბილისი (ჰისნი - გაყიდვების ოფისი)
2. აკაკი წერეთლის გამზირი #68, თბილისი (მატიანი - გაყიდვების ოფისი)

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ZSu9av3c

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია