Робота для біженців з України
კუპაჟის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კუპაჟის დამხმარე
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: კვების ტექნოლოგიის მიმართულება - კუპაჟის დამხმარე.

მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 17

გაინტერესებს სასმელების და სოუსების წარმოების ტექნოლოგიური პროცესი და გინდა მიღო პრაქტიკული გამოცდილება საწარმოში? მაშინ ეს პოზიცია შენთვის არის შექმნილი

ჩვენ ვეძებთ კვების ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს რომლებსაც სურთ პროფესიულ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა და განვითარება.

ფუნქცია მოვალეობები:

** დაეხმაროს კუპაჟის ოპერატორს კუპაჟირების პროცესის შესრულებაში;
** უზრუნველყოს ავზებისა და ხელსაწყოების გამზადება სამუშაოსთვის (დამუშავება, რეცხვა, დეზინფექცია);
** აწარმოოს ნედლეულის მიღება, მითვლა და კუპაჟირებისათვის მომზადება;
** უზრუნველყოს ნედლეულის, კუპაჟირებული პროდუქტის და დამატებული ინგრედიენტების ზუსტი აღრიცხვა;
** დაიცვას ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტები სამუშაო პროცესში;
** სამუშაო დასრულების შემდეგ მოაწესრიგოს სამუშაო ადგილი;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები, რომლებიც უკავშირდება კუპაჟირების და ხარშვების პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას.

ვის ვეძებთ:

** კვების ტექნოლოგიის ან შესაბამისი მიმართულების კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს;
** სასმელების/კვების წარმოების ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს;
** ყურადღებიან, დეტალებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირებს;
** მათ ვინც მზად არის ისწავლოს პრაქტიკული სამუშაო პროცესიდან და განვითარდეს;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გამოცდილებას;
** პრაქტიკულ ცოდნას ტექნოლოგიურ პროცესებში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას საწარმოს ტექნოლოგიურ მიმართულებაში.

რეგისტრაციის გასავლელად და რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს https://georgiasnatural.selfrecruit.ge/s/F4r3l
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე