Робота для біженців з України
ჯავშნების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯავშნების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ჰოლიდეის
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ტურისტული კომპანია "ჯორჯიან ჰოლიდეის" აცხადებს ვაკანსიას ჯავშნების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი, რვა სამუშაო საათი 09:30-18:30-მდე - 1 საათიანი შესვენება, 40 საათი კვირაში.
ანაზღაურებადი სტაჟირება 2 თვე (თვეში 1000 ლარი)

ძირითადი მოვალეობები:

** ჯავშნების მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროების, რესტორნების, მუზეუმების და სხვა ჯავშნებზე და მათ დროულ გაუქმებაზე.
** ჯავშნების მენეჯერი წერს, უკავშირდება, ნახულობს და დებს კონტრაქტებს ახალ ობიექტებთან, რომლებთანაც სამომავლოდ შეიძლება კომპანიამ ითანამშრომლოს.
** ანახლებს მონაცემთა ბაზებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ფლობა.
** ტურისტულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად .
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** დეტალების მიმართ ყურადღება
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფი მუშაობის უნარი

თუ შეიძლება გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: finances@georgianholidays.com და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს https://www.georgianholidays.com/en

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე