დასახელება:
გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი + ბონუსები ახალი ობიექტების დამატების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება ხელზე ასაღები 2000 ლარი);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
შესასრულებელი ამოცანები:
** პოტენციურ კლიენტებთან ადგილზე მისვლა და კომუნიკაციის დამყარება,
** მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის 12 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ჰქონდეს B კატეგორია და 3 წლიანი მანქანის ტარების გამოცდილება.
კომპანიას ჰყავს ავტომობილი, მაგრამ ასევე თანამშრომელს მოუწევს დროის გარკვეული მონაკვეთი ფეხით სიარული გამომდინარე იქიდან, რომ რესტორნები განთავსებულია ერთმანეთთან ახლოს.
სამუშაო ძირითადად იქნება ოფისის გარეთ ობიექტებზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ავტომობილის დაზღვევას;
** ტელეფონზე სასაუბრო დროს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე აუცილებლად ფოტოთი, ელფოსტაზე: saleswasteline@gmail.com
|
|
|
|