დასახელება:
წარმოების დამხმარე თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ქორუგატორი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
კომპანია "ქორუგატორი" დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.
კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების დამხმარე თანამშრომელი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობის ტერიტორიაზე, საქონლით დატვირთული პალეტების გადაადგილება და ადგილზე განთავსება თვითმგორავის მეშვეობით
** დანადგარის ოპერატორის დახმარება პროდუქციაზე მუშაობის პროცესში: პალეტის გადაადგილება, დანადგარში მასალის ჩამატება და ა.შ.
** კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საქმის შესწავლა მოხდება უშუალოდ ადგილზე;
ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო ადგილი: ორხევი, თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: C.corrugator@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 809204.
წარმატებებს გისურვებთ!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. "ქორუგატორის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|