დასახელება:
მექანიკის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
Go-Playgrounds
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - მექანიკის ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია პროფესიული კომუნიკაციისთვის
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა.
** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება.
** პროდუქტის შემადგენელი დეტალების ნახაზების შესაბამის პროგრამაში შექმნა/მომზადება, ასევე არსებული ნახაზების დამუშავება და საწარმოო პროცესში ჩაშვება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის;
** სამუშაო ნახაზების შექმნა/დამუშავება;
** კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრა და შენარჩუნება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების მიმართულებისთვის;
** ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სათანადოდ შენახვა.
** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება
** წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, არქიტექტორის, სამშენებლო/საინჟინრო ან მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით;
** AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე
პიროვნული უნარები:
** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლიდერობის უნარი
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მექანიკის ინჟინერი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|