Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Go-Playgrounds
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია პროფესიული კომუნიკაციისთვის.

ძირითადი პასუხისმგებლობები: კომპანიის პროდუქციის (სათამაშო მოედნები, ატრაქციონები და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება) გაყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, გაყიდვების მიზნების მიღწევა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში (B2B და B2C).

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება, განხორციელება წარმოების მიზნების შესაბამისად, აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით;
** ბაზრისა და შესაძლო კონკურენტების მუდმივი კვლევა, ახალი ტენდენციების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური პროგნოზების მომზადება და ანალიზი
** B2B გაყიდვები:
- კერძო სექტორი (B2B): მოლაპარაკებების წარმოება დეველოპერულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, დასასვენებელ ცენტრებთან, კერძო ბაღებთან/სკოლებთან და სხვა ბიზნეს კლიენტებთან;
- საჯარო სექტორი (B2B): სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო პროცესებში აქტიური მონაწილეობა (მუნიციპალიტეტები, სკოლები, საჯარო ბაღები და ა.შ.).;
- მსხვილ კორპორატიულ და სტრატეგიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება.
** B2C გაყიდვები:
- პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია ინდივიდუალურ მომხმარებლებთან
- საცალო გაყიდვების არხების განვითარება
- პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, მართვა და განახლება;
- კლიენტებისთვის პროდუქციის ეფექტური პრეზენტაციების გამართვა;
- კომერციული წინადადებების მომზადება, გაფორმება და კონტრაქტების პირობებზე მოლაპარაკება;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების კოორდინაცია პროექტის წარმატებით დასრულების უზრუნველსაყოფად;
- გაყიდვების სტატისტიკის, ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება საჯარო შესყიდვების (ტენდერების) პროცესებში მონაწილეობის კუთხით.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლიდერობის უნარი
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე