Робота для біженців з України
საწარმოს ოპერატორი, ტექნიკური თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს ოპერატორი, ტექნიკური თანაშემწე
მომწოდებელი: სკრაპი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ჩვენ ვართ ტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების პიონერი კომპანია საქართველოში. ჩვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ამ სერვისის მიწოდება 2000+ მსხვილ, საშუალო და მცირე ჯანდაცვის ობიექტისთვის.

1. საწარმოს ოპერატორი (Technical Operator)

სამუშაოს მიზანი პასუხისმგებელია გადამამუშავებელი აპარატურის უშუალო მართვაზე, ნარჩენების ეფექტურ და უსაფრთხო დამუშავებაზე და წარმოების პროცესის მონიტორინგზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აღჭურვილობის ექსპლუატაცია - ავტოკლავების, დეზინფექციის/სტერილიზაციის მოწყობილობების, შრედერების ან სხვა გადამამუშავებელი დანადგარების ჩართვა, მართვა და გამორთვა დადგენილი პროტოკოლების მიხედვით - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პროცესის მონიტორინგი - ტემპერატურის, წნევის, ციკლის ხანგრძლივობის მონიტორინგი და ჩანაწერების წარმოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნარჩენების სრულყოფილი დამუშავება - ორგანიზებულობა და დროის მართვა.
** ნარჩენების მიღება და დატვირთვა - ნარჩენების სწორად იდენტიფიცირება, წონა და უსაფრთხო ჩატვირთვა გადამამუშავებელ კამერებში.
პ** რობლემების აღმოფხვრა - ოპერაციის დროს წარმოქმნილი მცირე ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და საწარმოს მენეჯერისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება - გუნდური მუშაობის უნარი.
** უსაფრთხოების პროცედურები - პირადი დამცავი აღჭურვილობის (PPE) სავალდებულო გამოყენება და საშიში ნარჩენების მართვის ყველა პროცედურის მკაცრი დაცვა - მოწესრიგებულობა.
** სამუშაო ზონის სისუფთავე - საწარმოო ზონის, მათ შორის მართვის პანელებისა და აღჭურვილობის, რეგულარული დასუფთავება და დეზინფექცია - სისუფთავე და ჰიგიენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან საშუალო ტექნიკური განათლება. გამოცდილება საწარმოო ან ტექნიკურ სფეროში (სასურველია მძიმე აღჭურვილობასთან მუშაობა), კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა.

კონტრაქტის პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი; დასვენება კვირა;
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;

უპირატესობა ენიჭება ქ. თბილისის ავლაბარი/ისანი/სამგორი/ვარკეთილი/ლილოს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ info@scrap.com.ge და მიუთითოდ ვაკანსიის სახელწოდება.

ჩვენ ვართ ტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების პიონერი კომპანია საქართველოში. ჩვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ამ სერვისის მიწოდება 2000+ მსხვილ, საშუალო და მცირე ჯანდაცვის ობიექტისთვის.

2. ტექნიკური თანაშემწე (Technical CoWorker)

სამუშაოს მიზანი პასუხისმგებელია მრავალჯერადი კონტეინერების და სატრანსპორტო ურნებისა რეცხვა-დეზინფექციაზე სანიტარული სტანდარტების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოვალეობები:

** დეზინფექცია და რეცხვა - სამედიცინო ნარჩენების შესაგროვებელი მრავალჯერადი კონტეინერების და ურნების მექანიკური და ქიმიური დეზინფექცია დადგენილი პროტოკოლის მიხედვით - პასუხისმგებლობის მაღალი უნარი.
აღჭურვილობის მართვა სამრეცხაო და სადეზინფექციო მანქანების მართვა, სწორი სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების დოზირება.
** უსაფრთხოება და PPE - ჰიგიენის და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით ნარჩენებთან შეხებაში მყოფი კონტეინერების დამუშავებისას;
** ინვენტარის მართვა - სარეცხი საშუალებების, სადეზინფექციო ხსნარების და სხვა საჭირო მასალების მარაგის კონტროლი და დეფიციტის შესახებ შეტყობინება - გუნდური მუშაობის უნარი.
** ხარისხის კონტროლი - უზრუნველყოფა, რომ ყველა გარეცხილი კონტეინერი იყოს ვიზუალურად სუფთა და სრულად დეზინფიცირებული შემდეგი გამოყენებისთვის - ორგანიზებულობა;
** სამუშაო ადგილის სისუფთავე - სამრეცხაო ზონის რეგულარული დასუფთავება და სანიტარული წესრიგის დაცვა, საწარმოს და მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება, წესრიგში მოყვანა - სისუფტავე და ჰიგიენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფიზიკური გამძლეობა, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა, დეზინფექციის პროცედურებზე სწავლის სურვილი. დამუშავებული ნარჩენების (მაგ. დაქუცმაცებული და სტერილიზებული ნარჩენი) საწყობში ან განკუთვნილ ადგილას გადატანა;

კონტრაქტის პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი; დასვენება კვირა;
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;

უპირატესობა ენიჭება ქ. თბილისის ავლაბარი/ისანი/სამგორი/ვარკეთილი/ლილოს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ info@scrap.com.ge და მიუთითოდ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე