დასახელება:
დანადგარის ოპერატორის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ქორუგატორი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
კომპანია "ქორუგატორი" დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე გოფრირებლი მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.
კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დანადგარის ოპერატორის დამხმარე
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბეჭდი დანადგარის გაწმენდა, გამართვა და მომზადება საბეჭდად
** დანადგარის ოპერატორის დახმარება პროდუქციაზე მუშაობის პროცესში: ქაღალდის გასწორება, დანადგარში მასალის ჩამატება, საბეჭდი ფორმების გაწმენდა და ა.შ.
** ქაღალდის შეკვრების დაშლა და დანადგარში ჩატვირთვა
** კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საქმის შესწავლა მოხდება უშუალოდ ადგილზე;
** სასურველია დანადგართან მუშაობის გამოცდილება
** პოზიცია მოითხოვს ფიზიკურ გამძლეობას და ძალისმიერი სამუშაოს შესრულების უნარს (მაგ.: მძიმე ნივთების აწევა, როგორიცაა ქაღალდის შეკვრები)
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო ადგილი: ორხევი, თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: C.corrugator@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 809204.
წარმატებებს გისურვებთ!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. "ქორუგატორის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|