Робота для біженців з України
მძღოლი, ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი, ექსპედიტორი
მომწოდებელი: სკრაპი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ჩვენ ვართ ტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების პიონერი კომპანია საქართველოში. თქვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ამ სერვისის მიწოდება 2000+ მსხვილ, საშუალო და მცირე ჯანდაცვის ობიექტისთვის.

1. მძღოლი (Driver)

სამუშაოს მიზანი სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება კონტრაქტორის დაწესებულებებიდან გადამამუშავებელ საწარმომდე დადგენილი მარშრუტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტირება და მარშრუტის დაცვა - დაგეგმილი ყოველდღიური მარშრუტის მკაცრი დაცვა. ნარჩენების უსაფრთხოდ გადაზიდვა, სატრანსპორტო საშუალების სტაბილური მართვა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ავტომობილის შემოწმება - სამუშაო ცვლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (სამუხრუჭე სისტემა, საბურავები, სპეციალური კონტეინერების ჩამკეტები) რეგულარული შემოწმება - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** უსაფრთხოება და დეზინფექცია - პირადი დამცავი აღჭურვილობის (PPE) სავალდებულო გამოყენება ნარჩენების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას. ავტომობილის ტვირთის განყოფილების რეგულარული დეზინფექცია და გასუფთავება -მოწესრიგებულობა, სისუფთავე, ჰიგიენა.
** ნარჩენების იდენტიფიცირება - შემოწმება, რომ ნარჩენები სწორად არის შეფუთული და მარკირებული კლიენტის მიერ ტრანსპორტირებამდე - გუნდური მუშაობის უნარი;
** დოკუმენტაციის მართვა - ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და საშიში ტვირთის ფორმების შევსება და ექსპედიტორთან კოორდინაციით ხელმოწერების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა - მართვის მოწმობა - B კატეგორია, ტარების მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილებით. (მექანიკა სასურველია), საშიში ტვირთის (ADR) ტრანსპორტირების სერტიფიკატი (სასურველია), კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა, ასაკი- 22 დან 45 წლამდე,

კონტრაქტის პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი; დასვენება კვირა;
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;

უპირატესობა ენიჭება ქ. თბილისის ავლაბარი/ისანი/სამგორი/ვარკეთილი/ლილოს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს. კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ info@scrap.com.ge და მიუთითოდ ვაკანსიის სახელწოდება.

ჩვენ ვართ ტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების პიონერი კომპანია საქართველოში. ჩვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ამ სერვისის მიწოდება 2000+ მსხვილ, საშუალო და მცირე ჯანდაცვის ობიექტისთვის.

2. ექსპედიტორი (Expeditor/Collector)

სამუშაოს მიზანი ნარჩენების კლიენტების ობიექტებიდან შეგროვების პროცესის ორგანიზება, ნარჩენების სწორად აღრიცხვა და უსაფრთხო ჩატვირთვა-ტრანსპორტირებაში დახმარება.

ძირითადი მოვალეობები:

** ნარჩენების შეგროვება - სამედიცინო დაწესებულებების შიგნით ნარჩენების დროული და უსაფრთხო შეგროვება სპეციალური სათავსოებიდან სატრანსპორტო საშუალებამდე გადასატანად - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შემოწმება და აღრიცხვა ნარჩენების ტიპის, მოცულობისა და წონის ვიზუალური შემოწმება და დოკუმენტაციაში ზუსტი მონაცემების ასახვა. უზრუნველყოფა, რომ კონტეინერები დაზიანების გარეშეა და სწორად დახურული - ორგანიზებულობა.
** ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დახმარება - მძღოლთან ერთად ნარჩენების ფრთხილი და უსაფრთხო ჩატვირთვა - განთავსება ავტომობილის სპეციალურ სათავსოში, რათა თავიდან იქნას აცილებული დაღვრა ან დაზიანება ტრანსპორტირებისას - გუნდური მუშაობის უნარი.
** კლიენტთან ურთიერთობა - კლიენტის პასუხისმგებელ პირებთან უშუალო კომუნიკაცია, დოკუმენტაციის ხელმოწერის უზრუნველყოფა და ნარჩენების მართვის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში);
** სამუშაო ზონის სისუფთავე ნარჩენების გატანის შემდეგ კლიენტის ტერიტორიის სისუფთავის დაცვა და ნებისმიერი მცირე დაღვრის დაუყოვნებლივ გასუფთავება პროტოკოლის მიხედვით - -მოწესრიგებულობა, სისუფთავე, ჰიგიენა;
** დოკუმენტაციის მართვა - ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და საშიში ტვირთის ფორმების შევსება და ექსპედიტორთან კოორდინაციით ხელმოწერების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა - მართვის მოწმობა - B კატეგორია, ტარების მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილებით (მექანიკა სასურველია);
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა.

კონტრაქტის პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი; დასვენება კვირა;
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;

უპირატესობა ენიჭება ქ. თბილისის ავლაბარი/ისანი/სამგორი/ვარკეთილი/ლილოს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს, კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ info@scrap.com.ge და მიუთითოდ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე