დასახელება:
გაყიდვების აგენტი
|
მომწოდებელი:
სკრაპი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
ჩვენ ვართ ტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების პიონერი კომპანია საქართველოში. ჩვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ამ სერვისის მიწოდება 2000+ მსხვილ, საშუალო და მცირე ჯანდაცვის ობიექტისთვის.
თუ გაქვთ B2B გაყიდვების 2-3 წლიანი გამოცდილება, გსურთ იმუშაოთ გამოწვევებით სავსე, მაღალანაზღაურებად სფეროში... ეს თქვენი შანსია გახდეთ ჩვენი გაყიდვების გუნდის პირველი და წამყვანი წევრი.
** გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წლიანი დადასტურებული გამოცდილება B2B გაყიდვებში (სამედიცინო სექტორი, დაზღვევა, კორპორატიული სერვისები);
** უნარები: ცივი ზარების და შეხვედრების დაგეგმვის ეფექტური უნარი, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უმაღლესი დონე - გრძელვადიანი გაყიდვების ციკლის მართვის უნარი (კონტრაქტის მოძიებიდან გაფორმებამდე).
** სექტორის ცოდნა: ჯანდაცვის სექტორის (კლინიკები, საავადმყოფოები, ლაბორატორიები) სტრუქტურის ცოდნა და პირადი კონტაქტები უპირატესობად ჩაითვლება - შესყიდვის მენეჯერები, დირექტორები და სხვა.
** თვითმმართველობა: მაღალი თვითმოტივაცია, შედეგზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი დამოუკიდებელი მუშაობის, დროის ეფექტური მართვისა და ყოველთვიური გაყიდვების კვოტისმიღწევის უნარი;
** ბიზნესის განვითარება: პასუხისმგებლობა ახალი, სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება კონტრაქტების მოპოვებაზე (Key Accounts) სამედიცინო სექტორში. პოტენციური კლიენტების (საავადმყოფოები, კლინიკები, ლაბორატორიები) ბაზრის აქტიური მოძიება და ახალი კონტრაქტების გაფორმება.
** ტენდერები: მუნიციპალურ თუ კერძო ტენდერებში აქტიური მონაწილეობა და პროცესის მართვა.
გუნდის ლიდერობის პერსპექტივა - გახდნენ გაყიდვების გუნდის ლიდერები, შექმნან თავიანთი გაყიდვების სტრუქტურა
ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი საბაზისო ხელფასი - იქნება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად;
კონტრაქტის პირობები სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი; დასვენება შაბათი/კვირა;
სამუშაო ადგილი: თბილისი.
უპირატესობა ენიჭება ქ. თბილისის ავლაბარი/ისანი/სამგორი/ვარკეთილი/ლილოს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;
გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ info@scrap.com.ge და მიუთითოდ ვაკანსიის სახელწოდება.
|
|
|
|